“დონბასში კუხო-ს ძალების გაგზავნა შეუძლებელია” – ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წესდება უშვებს სამხედრო ან სამშვიდობო ძალების გამოყენებას მხოლოდ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, ამიტომ, კუხო-ს ძალების გაგზავნა დონეცკსა და ლუგანსკში შეუძლებელია”, – განაცხადა ყაზახეთის ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუხტარ ტლეუბერდიმ.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, “არა, შეუძლებელია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, კუხო-ს წესდება მკაცრად ზღუდავს სამხედრო ან სამშვიდობო ძალების გამოყენებას. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კუხოს-ს სივრცეში”.

მან გაიხსენა, რომ “ცოტა ხნის წინ კუხო-ს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა დონეცკისა და ლუგანსკში სამშვიდობო კონტინგენტის შესაძლო გაგზავნის საკითხზე.

„როგორც მან თქვა, ეს არის ჰიპოთეტური კითხვა. ანუ, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შესაძლო გაგზავნისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა რეზოლუცია და გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი მანდატი. მაგრამ, მოგეხსენებათ, გაერო-ს ჰყავს საკუთარი სამშვიდობო ძალები, ამიტომ, პრაქტიკული თვალსაზრისით კითხვა არც დგას“, – განმარტა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები