კახა კალაძე: საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას

საქართველო, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას.­

“ჩვენ, საქართველო, მოძმე უკრაინის გვერდით ვდგავარტ, როგორც უკრაინა დაგვიდგა გვერდით.

მჯერა, რომ უკრაინაც და საქართველოც მალე გამთლიანდებიან და ვუსურვებ მშვიდობას”, – წერს კალაძე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები