ვლადიმერ ზელენსკი: განვიხილეთ ბოლო საათების მოვლენები აშშ-ის პრეზიდენტთან – ვიწყებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას

განვიხილეთ ბოლო საათების მოვლენები აშშ-ის პრეზიდენტთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

“განვიხილეთ ბოლო საათების მოვლენები აშშ-ის პრეზიდენტთან. ვიწყებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას. ასევე იგეგმება საუბარი ბორის ჯონსონთან”, – დაწერა ზელენსკიმ “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები