პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
მან აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,” – წერს ღარიბაშვილი.