საქართველო მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც იმეორებს იმ სცენარს, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„პრეზიდენტ ზელენსკის მივმართავ: საქართველო თქვენს გვერდით დგას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
🇬🇪 strongly condemns Russia’s « recognition » of 🇺🇦Ukraines’s Donetsk and Lugansk regions, repeating the scenario that led to the occupation of 20% of our territory. 🇬🇪stands by you Pdt Zelensky and in support of🇺🇦 ‘s territorial integrity and peace.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 21, 2022