სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა – პენიტენციურ სამსახურს დაევალა, მიიღოს ყველა ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

სასამართლოს კოლეგიამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაევალა, რომ მიიღოს ყველა ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამას გარდა, პენიტენციურ სამსახურს დაევალა მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდება.

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება, მიიღოს ყველა ის ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სასამართლო ამავდროულად ითხოვს, რომ შესაბამისი ინფორმაცია წარმედგინოს თავად სასამართლოს”, – განმარტა სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარემ, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები