მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს.

შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“დღეიდან უვადო შიმშილობას ვაცხადებ. ეს არის ჩემი რეაქცია იმაზე, თუ როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები