კონდოლიზა რაისი: მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი – რუსები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, ნუ მისცემთ მათ ამის შესაძლებლობას

“მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი – რუსები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, ნუ მისცემთ ამის შესაძლებლობას. და მართლაც, რუსებმა მათი პროვოცირება მოახდინეს”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი აცხადებს.

კონდოლიზა რაისმა ომის დასრულების ის 3 პირობა გაიხსენა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უთხრა.

“მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი – რუსები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, ნუ მისცემთ ამის შესაძლებლობას. და მართლაც, რუსებმა მათი პროვოცირება მოახდინეს. შემდეგ კი ომი დაიწყო. მას შემდეგ, რაც შეჭრა მოხდა, მიგვაჩნია, რომ რუსები შესაძლოა თბილისზეც ფიქრობდნენ. მე მოგიყვებით პატარა ამბავს იმ დროიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დამირეკა და მითხრა, რომ ომის დასრულებას სამი პირობა აქვს – პირველი პირობა იყო ქართველების ყაზარმებში დაბრუნება. ეს შესრულდა. მეორე იყო ის, რომ მათ უნდა გაეცათ პირობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ. არც ეს იყო პრობლემა. შემდეგ კი მან მითხრა – მხოლოდ ჩვენ შორის რომ დარჩეს, მესამე პირობაა, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადადგეს. მე მას ვუპასუხე – სერგეი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ვერ ისაუბრებენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის შესახებ, და მე ყველას ვეტყვი, რომ ეს ერთ-ერთი თქვენი პირობაა, და ასეც მოვიქეცი. მას შემდეგ მას ჩემდამი დამოკიდებულება შეეცვალა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ მათ სურდათ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და ჩვენ ეს გავამჟღავნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი ქმედებების შესაზღუდად”, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

წყარო: rustavi2.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები