მიხეილ სააკაშვილი: პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სოციალურ შემწეობას ითხოვს
“ეს არ არის მარტო ჩემი საკითხი, ეს არის არჩევანის გაკეთების საკითხი ე.წ. სისტემის, თუ როგორ ეპყრობა ის თავის მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის.
„ჩემთვის ეს არის არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და შიშით სიკვდილს შორის. მეც მქონდა არჩევანი კომფორტში ცხოვრების, ყველაფერი ეს მივატოვე და აქ ჩამოვედი. ჩვენს ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სოციალურ შემწეობას ითხოვს. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ჩემ მიმართ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, ეს არის ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, ეს არის საუკეთესო სპეციალისტების დასკვნა“,-განაცხადა სააკაშვილმა.