ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელებში ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მიერ უკრაინისადმი სოლიდარობაა გამოხატული.
ენტონი ბლინკენის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ციტატასაც მოიცავს.
“ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის საფრთხის შექმნა, სრულიად მიუღებელია,” – დავით ზალკალიანის აღნიშნულ ციტატას აქვეყნებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი საკუთარ სოციალურ ქსელებში.
ვიდეოკოლაჟი მოიცავს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მეთაურების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიზანია უკრაინის მიმართ მსოფლიო სოლიდარობის დემონსტრირება. ვიდეო აერთიანებს ნატო-ს გენერალური მდივნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს.
The chorus is growing louder every day. We urge the Russian government to de-escalate and choose the path of diplomacy. I stand alongside leaders who are #UnitedWithUkraine. pic.twitter.com/aoM2UfMAdm
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) February 20, 2022