თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილებს ბანერი აქვთ გაშლილი, წარწერით – „თავისუფლება სააკაშვილს“.
სასამართლოს ეზოში იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.
7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სხდომას ბრალდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.