“უპრინციპობაა, როცა საგარეო ორიენტირების მქონე პოლიტიკური პარტიები თანამშრომლობას იწყებენ საიმისოდ, რომ საარჩევნო ოლქში წარმატების შანსი გაზარდონ” – მიხეილ სარჯველაძე ჯაფარიძე-ინაშვილის შეხვედრაზე

პატიოსანი და სამართლიანი დამოკიდებულება არ არის, როცა პოლიტიკაში, თუნდაც საგარეო ორიენტირების მქონე პოლიტიკური პარტიები თანამშრომლობას იწყებენ საიმისოდ, რომ ერთ საარჩევნო ოლქში წარმატების შესაძლებლობა გაზარდონ. ეს არის ერთგვარი უპრინციპობა და ულამაზო საქციელი. ასეთი შეხვედრები და თანამშრომლობის მცდელობებით გაცხადებულ კურსს და პრინციპებს თავდაყირა აყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბადრი ჯაფარიძესა და ირმა ინაშვილს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე პარტიების თანამშრომლობის მცდელობა ეს უარყოფითად გავლენას იქონიებს ამომრჩევლის განწყობებზე.

„რა შეთანხმება და გადაწყვეტილება იყო მიღებული, ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ როცა საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება დიამეტრალურად განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე პარტიების შეხვედრები და თანამშრომლობის მცდელობა, ეს გასაგებს ხდის ამომრჩევლისთვის, რომ მათთვის წინა პლანზეა წამოსული პარტიების მერკანტილური ინტერესი, ვიდრე მსოფლმხედველობა და პრინციპული მიდგომები”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები