საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 617, აჭარაში – 378, იმერეთში – 601

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან უმეტესი ნაწილი თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა – 378, იმერეთი – 601, ქვემო ქართლი – 219, შიდა ქართლი – 158, გურია – 165, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 245, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.28% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 129 978, საიდანაც 5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 320, აჭარაში – 617, იმერეთში – 1 018.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 246 პირი, მათ შორის, თბილისში – 482, აჭარაში – 143, იმერეთში – 370. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 167, აჭარაში – 38, იმერეთში – 26.

896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 586 – თბილისში, 167 – აჭარაში. ხოლო, 123 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 12, ხოლო აჭარაში – 0.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები