შალვა პაპუაშვილი – ჯაფარიძეზე: იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად მაშინ, როდესაც ამ ქალაქთან არაფერი გაკავშირებს

აქაც ჩანს მათი არაგულწრფელობა. როდესაც რამდენიმე წუთში იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად, გარდაბნის საარჩევნო ოლქის სახელით მაშინ, როდესაც ამ ქალაქთან, რეგიონთან არაფერი გაკავშირებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

„რაც შეეხება რუსთავის არჩევნებს, ესეც ხომ ნიშანდობლივია. აქაც ჩანს მათი არაგულწრფელობა. როდესაც რამდენიმე წუთში იღებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი იყარო რუსთავის მაჟორიტარად, გარდაბნის საარჩევნო ოლქის სახელით, მაშინ როდესაც ამ ქალაქთან, რეგიონთან არაფერი გაკავშირებს. ეტყობა, რომ გააზრებული არჩევანიც კი არ არის, არამედ ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის ერთ-ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები