შალვა პაპუაშვილი – ჯაფარიძისა და ინაშვილის შეხვედრაზე: „ლელო“ განსაკუთრებით გამოირჩევა სიყალბით, ეს ფაქტიც ფარისევლობის ნათელი მაგალითია

ეს არის ფარისევლობის ჩვეულებრივი მაგალითი, რომელიც, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან მყოფ პარტიებს აქვთ დამკვიდრებული, – ამის შესახებ   შალვა პაპუაშვილმა  გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრისას განაცხადა.

„ლელო“ განსაკუთრებით გამოირჩევა ფარისევლობითა და სიყალბით ბევრ რამესთან დაკავშირებით. ამაზე გვქონდა საუბარი, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო სხვადასხვა მოლაპარაკებების პერიოდი, მეც არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ხშირად ასრულებდა ჩამშლელის როლს ამ შეთანხმებების დროს. მათ შორის, საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობდნენ და ბოლო მომენტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხმა არ მისცეს რეფორმას. ეს ფაქტიც ფარისევლობის ნათელი მაგალითია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები