შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის შექმნის მიზანი ქალების გაძლიერებაა

„ქართული ოცნების“ მიერ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების მთავარი არსი არის ის, რომ იყოს კონცენტრირებულად მუშაობა ქალთა გაძლიერებაზე. „ქართული ოცნების“ პირობებში, შემოღებულია გენდერული კვოტა, როგორც საპარლამენტო, ისე – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე, უნდა იყოს ადეკვატური იმ როლისა, რომელიც ქალებს საზოგადოებაში აქვთ.

„ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს არა მხოლოდ პოლიტიკაში ქალების რიცხობრივი ზრდა, არამედ ისინი ხელმძღვანელ თანამდებობებზეც იყვნენ წარმოდგენილნი. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ წიაღში, ქალთა ორგანიზაციის მეშვეობით, ქალები გაძლიერდნენ. საბოლოო ჯამში, ამან უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე, იყოს ადეკვატური იმ როლისა, რომელიც ქალებს აქვთ საზოგადოებაში, რათა მათი პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები