ირაკლი კობახიძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს”, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების აქტივობებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კობახიძის თქმითვე, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების დაცვაზე მუშაობას გააგრძელებს.

“ეს პრობლემები არის, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ხშირად ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალისხმევას, იმისათვის რომ პირველ რიგში, იზრუნოს უსაფრთხოებაზე და ჩვენი ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ მიმართულებით მთელი ეს წლები აქტიურად ვმუშაობდით და ეს მუშაობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები