შალვა პაპუაშვილი: მთავარი მიზანია ომის არდაშვება, რეზოლუციის შინაარსიც სწორედ ეს იყო

“მთავარი მიზანი არის ომის არდაშვება, უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ ძალიან მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი რიგით მეორე პარლამენტი იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

„საქართველოს პარლამენტი რიგით მეორე პარლამენტი იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.  სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა, რაც სამწუხაროა. ჩვენ უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. საქართველოს, ალბათ ყველაზე კარგად ესმის, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა უკრაინა, სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ მთავარი მიზანი და რეზოლუციის შინაარსიც სწორედ ეს იყო, არის ომის არდაშვება, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, ვინაიდან ეს, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ ძალიან მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები