რაიან ჰარისი: ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ, ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ -1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს

ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ, ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რაიან ჰარისმა საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ჰარისის თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთს არ შეესაბამება.

„ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ. იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოში აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ – 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს“, – ამბობს ვიდეოში რაიან ჰარისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები