გიორგი ვაშაძე: „ნაცმოძრაობასთან“ ჩვენი ალიანსი გამორიცხულია, არავისთან ალიანსს არ ვაპირებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის დამოუკიდებელი პარტია და არ ვაპირებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს და მათთან ერთად არცერთ კამპანიაში მონაწილეობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები სჭირდება.

„ნაცმოძრაობასთან“ ჩვენი ალიანსი გამორიცხულია, არავისთან ალიანსს არ ვაპირებთ. ეს არის კონკრეტული მაჟორიტარული ოლქი, კონკრეტული კანდიდატით. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება, როცა ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის დამოუკიდებელი პარტია და არ ვაპირებთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს და მათთან ერთად არცერთ კამპანიაში მონაწილეობას. გიორგი ვაშაძეს ვერსად ვერ ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, თუნდაც, შუალედურ არჩევნებში, საერთო კამპანიაში. ეს არის ჩვენი მიდგომა, რადგან ქვეყანას სჭირდება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” რუსთავში ბადრი ჯაფარიძეს კანდიდატს არ დაუყენებს.

“ბადრი ჯაფარიძე ძალიან კარგი ადამიანია, ღირსეული ქართველია, რომელსაც ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ და რანაირად მიიღებს “სტრატეგია აღმაშენებელი” მონაწილეობას, როგორც მინიმუმ, კომისიის წევრებით, ამ და სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, სატელეფონო საუბარი რა თქმა უნდა, გვქონდა ბადრი ჯაფარიძესთან. იმედი მაქვს, რომ გვექნება სწორი გადაწყვეტილება რუსთაველების მხრიდან”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები