ლაშა ხუციშვილი – სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე: მიმდინარე წელს დამატებით 2 მსხვილი საწარმო იქნება შერჩეული და დაიწყება კორპორატიზაციის პროცესი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით, შემუშავდა რეფორმის სტრატეგია.

ასევე, დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის კოდექსი. „მიმდინარე წელს გაგრძელდება სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორაციზაცია, დამატებით 2 მსხვილი საწარმო იქნება შერჩეული და დაიწყება კორპორატიზაციის პროცესი.

ფინანსთა სამინისტროში დაიწყება სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციების დანერგვა. სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, მოვამზადებთ და საშემოდგომო სესიაზე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები