ალუდა ღუდუშაური: ბადრი ჯაფარიძეს რუსთავის შუალედურ არჩევნებზე წაგება გარანტირებული აქვს

“რუსთავში წაგება გარანტირებული აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ბადრი ჯაფარიძეზე საუბრისას აღნიშნა, რომელიც შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

„სააკაშვილის, გნებავთ, ბოკერიას გვერდით დგომა მას არანაირ შანსს არ მატებს და, მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას უკვე ჯიბეში აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უკვე დადასტურებულია მის მიერ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მე მინდა, გითხრათ, რომ ეს არის თაღლითობა, რომელიც სამართლებრივად ითარგმნება, როგორც მოტყუებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები