რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ლუგანსკის რაიონის სოფელ სტანიცაზე საარტილერიო იერიში მიიტანეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა, სადაც იმ დროისთვის ბავშვები იმყოფებოდნენ.
ფონდ Turn Back Alive-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ორმა ქალმა ტვინის შერყევა მიიღო.
აღნიშნულია, რომ სოფლის დაბომბვისას რუსმა დაქირავებულებმა მძიმე საარტილერიო იარაღი გამოიყენეს. ჭურვები არამხოლოდ საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა, დაზიანდა სოფლის კომუნალური ინფრასტრუქტურაც – სოფლის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფარში სასწრაფოდ გადაიყვანეს. საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია მოხდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 09:04 საათზე მოხდა.