ირაკლი კობახიძე: ჩვენი წარმატება რუსთავშიც გარდაუვალი იქნება

“რეალურად, რა თქმა უნდა, რუსთავშიც გრძელდება ეს სამწუხარო ორპოლუსიანი მოცემულობა, სადაც ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება” და მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას – “ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მიუხედავად, რუსთავში შუალედური არჩევნები იქნება თუ არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრძოლა”.

კობახიძის თქმით, რუსთავში მმართველი გუნდის წარმატება გარდაუვალი იქნება.

„რეალურად, რა თქმა უნდა, აქაც გრძელდება ეს სამწუხარო ორპოლუსიანი მოცემულობა, სადაც ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს, რა თქმა უნდა, ასე იქნება. ეს არის სამწუხარო მოცემულობა და რუსთავშიც, ბუნებრივია, იმავე პროცესს ვიხილავთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი წარმატება აქაც იქნება გარდაუვალი”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები