ახალშობილის გარდაცვალების საქმის პროკურორი: ამ ეტაპზე, არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა

ახალშობილის გარდაცვალების საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.

როგორც სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ ალექსანდრე კოდუამ განაცხადა, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დეტალურად ვერ შეაფასებს, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, თუმცა, ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენის გარკვეულ ვერსიებს განიხილავს.

„ამ ეტაპზე, არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა. მტკიცებულებებს დეტალებში ვერ შევაფასებთ, ვინაიდან გრძელდება გამოძიება. რა თქმა უნდა, გამოძიებას გარკვეული ვერსიები აქვს, დასრულდება გამოძიება და ამის შემდგომ იქნება დამატებითი განმარტებები გაკეთებული. დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა, რაც ამ საქმეზე საჭირო არის“, – აღნიშნა ალექსანდრე კოდუამ.

ცნობისთვის, ფოთის საქალაქო სასამართლომ ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები