ირაკლი კობახიძე: პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, შესაბამისად, უნდა გვემსჯელა, პოლიტიკური თვალსაზრისით, მანდატის შეწყვეტაზე
სამართლებრივი საფუძვლით, პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა გვემსჯელა, პოლიტიკური თვალსაზრისით, მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის განმარტებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი იღებს მხოლოდ პოლიტიკურ და არა – სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.
„კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი იღებს მხოლოდ პოლიტიკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებებს. ახლა „გვაბრალებენ“, რომ, თურმე, პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა. სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი – პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. პარლამენტს უფლებაც კი არ აქვს, რომ რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. სამართლებრივი საფუძვლით, პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა გვემსჯელა, პოლიტიკური თვალსაზრისით, მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, რის შემდეგაც „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.