შალვა პაპუაშვილი: ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ირაკლი კობახიძის ახსნას სრულად ვიზიარებ

„სრულად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ახსნას ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე, ხატია დეკანოიძის განცხადების პასუხად აღნიშნა.

მისივე თქმით, საკითხს აქვს ორი განზომილება – სამართლებრივი და პოლიტიკური.

„სრულად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ახსნას ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მგონი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება – სამართლებრივი საფუძველი და მეორე – თუ არსებობს უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. დადგენილების მხარდაჭერა, მათ შორის, დეპუტატების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაა. სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და საკუთარი დასკვნა წარმოადგინა და ეს არის სამართლებრივი მდგომარეობა. რაც შეეხება პოლიტიკურს – მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა მოცემული სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან, მორალურიდან თუ თუ სხვა, დეპუტატებს მოუწოდებდით, რომ პოლიტიკურად სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღოთ. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მყარი სამართლებრივი საფუძველი, პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, დამატებითი კრიტერიუმები არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 16 თებერვალს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე აღიარებდა იმ დანაშაულს, რომელიც სასამართლომ დაადგინა, თავისუფლად შეიძლებოდა, პარლამენტის გადაწყვეტილება, მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, განსხვავებული ყოფილიყო.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ ეს განცხადება პოლიტიკური რეპრესიის დადასტურებად შეაფასა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები