არჩილ თალაკვაძე: რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად ბადრი ჯაფარიძის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე
რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე, თუმცა რუსთავში შუალედური არჩევნები მალე ჩატარდება და დაინახავთ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს, რადგან რუსთავმა უკვე ნახა, თუ რას ნიშნავს, როცა ოპოზიციონერების მიერ არის მართული, რომლებიც ერევიან რუსთავის მართვაში. წლების წინ, თუ რა და როგორ ხდებოდა, ეს კარგად იციან რუსთაველებმა. ჩვენ ისე, როგორც არასოდეს, რუსთავში გვაქვს გეგმები, გვყავს პროგრესული გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში, საკრებულოში კონკურენციაა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უალტერნატივოა და მმართველი გუნდი გაიმარჯვებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.