საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე, უწყების სამომავლო გეგმები.

საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ხვალ, 17 თებერვალს, 15:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართება, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები