ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი კლებაა, თუმცა, სიკვდილიანობა 4%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ბოლო ერთი კვირაში კორონავირუსით 16 097 642 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც 31 იანვარი – 6 თებერვლის კვირასთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.

ამასთან, 7-13 თებერვალს ვირუსს 74 494 ადამიანი შეეწირა, რაც 31 იანვარი – 6 თებერვალთან შედარებით 4%-ით მეტია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.

ჯანმო აღნიშნავს, რომ, წინასწარი მონაცემებით, ინფიცირების პიკი მთელი პანდემიის განმავლობაში დაფიქსირებულია იანვრის ბოლო კვირაში, როდესაც 22 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თებერვლიდან კი კლების ტენდენცია დაიწყო.

ამავდროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მზარდი ინფიცირება გამოწვეულია „ომიკრონის“ ქვე-ვარიანტით – BA.2-ით, რომელიც უფრო გადამდებია, ვიდრე პირველადი ვერსია.

ამჟამად, “ომიკრონის” შემთხვევების ყოველი მეხუთე  BA.2 ვარიანტია.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირებულია წყნარი ოკეანის რეგიონში 19%-ით. ამავდროულად, შემცირებულია ჯანმო-ს დანარჩენ ხუთ რეგიონში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 37%-ით, ამერიკაში – 32%-ით და აფრიკაში – 30%-ით.

ევროპაში, რომელიც ერთ კვირაში მსოფლიოში ინფიცირების 60%-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელი 16%-ით შემცირდა.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, ის გაზრდილია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 38%-ით; დასავლეთ წყნარ ოკეანეში , 27%-ით; აფრიკაში – 14%-ით; ამერიკაში 5%-ით და ევროპაში – 1%-ით.

ამასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ლეტალობის მაჩვენებელი 9%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები