შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მოსახლეობას სახელმწიფოს აღდგენის წლისთავს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიეტუვის მოსახლეობას სახელმწიფოს აღდგენის წლისთავი მიულოცა.
შესაბამისი განცხადება მან “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ძვირფასო ლიეტუველო მეგობრებო, ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის 104 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გულწრფელ მოლოცვას გიგზავნით. იყავით ძლიერები, შეინარჩუნეთ სიმტკიცე! ვამაყობ ჩვენი თანამშრომლობით. გილოცავთ!”, – წერს შალვა პაპუაშვილი.