ლუბლიანას ქუჩაზე დაშავებული მუშის მდგომარეობა სტაბილურია

ლუბლიანას ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობაზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული და, როგორც ექიმები ამბობენ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

დაშავებულს შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდა. მას ტვინის შერყევა და მაჯის ძვლის მოტეხილობა აქვს.

შეგახსენებთ, თბილისში მშენებლობიდან ორი მუშა გუშინ გადმოვარდა. ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანა, მეორე კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიყვანისას დაიღუპა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები