ვლადიმერ ბოჟაძე: რომელ სოლიდარობაზეა საუბარი, როცა მიხეილ სააკაშვილმა ისიც კი არ იცის ბაჩანა შენგელიას ვინ გარდაეცვალა – დედა თუ და
ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაჩანა შენგელიასადმი მიწერილ წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ბოჟაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ადარდებს ვინმეს პრობლემა და ბედ-იღბალი.
,,ძალიან სამწუხაროა რომ მიზნის მისაღწევად მიხეილ სააკაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერზე მიდიან. მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში მთელი საარჩევნო კამპანია ,,ქართული ცნების” წინააღმდეგ სწორედ ია კერზაიას თემაზე იყო აგებული და ახლა აღმოჩნდა რომ ბაჩანა შენგელიას დედის (რომელ სოლიდარობაზეა საუბარი როცა მიხეილ სააკაშვილმა ისიც კი არ იცის ვინ გარდაეცვალა დედა თუ და) საკითხი საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი, თურმე ,,მთავარი ეჭვმიტანილის” პარტიასთანაც შეიძლება გარიგების დადება. ასე ადარდებს მიხეილ სააკაშვილს ვინმეს პრობლემა და ბედ-იღბალი, საკუთარი ოჯახის წევრები აქცია პოლიტიკურ ინსტრუმენტად და სხვის ოჯახს გაუწევდა ანგარიშს? ამიტომ უნდა დაფიქრდეს პირველ რიგში ამომრჩეველი და მერე ოპოზიციური პარტიები თუ ვის უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება!” – წერს ბოჟაძე “Facebook”- ზე.