ირაკლი კობახიძე: ცესკო-ს თავმჯდომარემ და წევრებმა, დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ არჩევნების სათანადოდ, სამართლიანად ჩატარება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის მიერ, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას გამოეხმაურა.

“ცესკო-ს თავმჯდომარემ და წევრებმა, მათ შორის, ამ ორმა წევრმა, რომელიც ხელახლა ავირჩიეთ დღეს დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ არჩევნების სათანადოდ, სამართლიანად ჩატარება“,- აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. ამასთან, პარლამენტმა ცესკოს წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურები დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები