იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს

“ნატო-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

„საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდეთ. საერთო აქტივობები და წვრთნები გვაქვს. ნატო და საქართველო მჭიდროდ მუშაობენ. ჩვენ კვლავ ვუწევთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს საქართველოსა და ნატო-ს შორის რეგულარული და მნიშვნელოვანი კოორდინაციის ნაწილია“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები