1 დოლარის ღირებულება 3-ლარიან ნიშნულს გადასცდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.0276 ლარი ეღირება, ევრო – 3.4348 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1030 ლარი.
დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.9687 ლარი ღირს, ევრო – 3.3594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0149 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 16 თებერვალს შევა.