არჩილ თალაკვაძე – „სასამართლო ნოტარიუსად იყო გადაქცეული, რასაც პროკურატურა და ადეიშვილი ეუბნებოდა, ყველაფერს ასრულებდნენ”

„ოპოზიციიდან კოლეგები გვიწუნებენ დემოკრატიას. მაინტერესებს, რას ეძახით თქვენ დემოკრატიას – თქვენმა მხარდამჭერებმა რომ აგირჩიეს პარლამენტში სამუშაოდ და 7 თვე რომ არ მობრძანებულხართ აქ, ეგ არის თქვენი დემოკრატიული სტანდარტი?!”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“თუ მერე რომ შემოხვედით პარლამენტში და ზუსტად საპირისპიროს უმტკიცებთ დღეს თქვენ მხარდამჭერებს, ეგ არის დემოკრატია. თქვენ ნოტარიუსად გქონდათ გადაქცეული სასამართლო, რასაც პროკურატურა და ადეიშვილი ეუბნებოდათ ყველაფერს ასრულებდნენ იმის გამო, რომ იყო ვერტიკალი, სასწაული ზეწოლა, შანტაჟი და პოლიტიკური მართვა სასამართლოსი”,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები