ქუთაისში 2022 წელს 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

2022 წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში ქუთაისში 12 220 843 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა”-ის ფარგლებში შერჩეული პროექტებიდან, ქუთაისში დაფინანსდება შემდეგი პროექტები:
1. მაჩაბლის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა. პროექტის ღირებულებაა – 597 717ლარი ;
2. დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა -525 992ლარი;
3. რუსთაველის გამზირის და ლაღიძის ქუჩის კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
პროექტის ღირებულებაა – 234 444 ლარი;
4. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა – 673 821
5. სააკაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა, პროექტის მთლიანი ღირებულება – 1 317 006 ლარი;
6. კუპრაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა, პროექტის ღირებულებაა – 1 223 300 ლარი;
7. რეზო ჭეიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა, პროექტის ღირებულება – 2 544 777 ლარი;
8. ილია ჭავჭავაძის გამზირზე (მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ), საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის ღირებულება – 742 080 ლარი;
9. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების აღჭურვა ელექტრო საინფორმაციო ტაბლოებით. პროექტის ღირებულებაა – 1 555 595 ლარი;
10. ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულებაა – 467 054 ლარი;
11. ბუკიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა – 2 342 402 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები