ბადრი ჯაფარიძე: ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება, მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო გადაწყვეტილებას
“მგონი, ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. დაველოდოთ კენჭისყრას, მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესი პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.
„მგონი, ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას, მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, როდესაც იქნება კენჭისყრა, ამის შემდეგ მოგახსენებთ შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს მიმდინარეობს უკვე 3 წელიწადზე მეტია. ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ, შესაბამისად, დაველოდებით კენჭისყრას. მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის – ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურაზე დადგება.