როგორია კორონავირუსის მძიმე ფორმისგან “ფაიზერის” აცრის ეფექტურობა – ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარი
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციიდან 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის მძიმე ფორმისგან “ფაიზერის” აცრის ეფექტურობა 80%-ია.
მან ასევე განმარტა, რომ, “ფაიზერით” სრულად აცრის შემთხვევაში, 6 თვის შემდეგ ვაქცინა კორონავირუსის მძიმე ფორმისგან 57%-ით იცავს.
კულუმბეგოვის ცნობით, “ბუსტერული” დოზა 90%-იან დაცვას უზრუნველყოფს.
“კოვიდ-19-ის მძიმე ფორმისგან ფაიზერის აცრის ეფექტურობა:
სრულად აცრილი (> 6 თვე) 57%
სრულად აცრილი (< 6 თვე) 80%
დაბუსტერებული 90%
P.S. დაუჯერეთ მხოლოდ მეცნიერებას და იმ სპეციალისტებს, რომლებიც ამ ენით საუბრობენ.
აიცერით და დაიბუსტეთ!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.