გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს
ფოთში, ერთ – ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა და სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით საკანალიზაციო მილში ჩააგდო.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.