2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სურსათის კვლევის დეპარტამენტში შემოსული ნიმუშებისა და კვლევების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში სურსათის, სასურსათო ნედლეულის, ცხოველთა საკვების და სასმელი წყლის კვლევები ტარდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპარტამენტში არსებული კვლევის მეთოდი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025.

კვლევები მიმდინარეობს ზოგადი ქიმიის, ინსტრუმენტული კვლევებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებში.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მუდმივად ხდება კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება და ახალი მეთოდების დანერგვა. დღეისათვის, სურსათის კვლევის დეპარტამენტში ნიმუშების გამოკვლევა შესაძლებელია 140-ზე მეტ მაჩვენებელზე. ლაბორატორიაში არსებული კვლევების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო დონის მოთხოვნას. ლაბორატორიის მიერ გაცემული კვლევის შედეგები ობიექტური და ზუსტია.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე – http://sla.gov.ge/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები