საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს ორი ქვეყნიდან ახორციელებს

წუხელ მომხდარი ავარიის გამო საქართველოს ელექტროენერგია სომხეთიდან მოეწოდება – ამის შესახებ ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად საქართველო ორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. როგორც ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ განაცხადა, მეზობელ სახელმწიფოებთან შესაბამისი მოლაპარაკებები წუხელვე აწარმოეს.
“ჩვენმა ენერგეტიკოსებმა წუხელვე მიიღეს საჭირო ზომები. ჩვენ ყველა რეზერვის მობილიზაცია მოვახდინეთ. მივეცით განკარგულება თბოსადგურს და ის ამ წუთებში უკვე ჩართულია. ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება და ავარიულ რეჟიმში მოვახდინეთ ტვირთის შემოტანა. ამ დროისთვის ორი ქვეყნიდან გვაქვს იმპორტი იმისთვის, რომ იქამდე ვიდრე ჩვენი შიდახაზები აღდგება, მოსახლეობისთვის მომხდარმა ავარიამ, უმტკივნეულოდ გადაიაროს”, – განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.
ამავე შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სომხეთს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს დახმარება გაუწია და ელექტროენერგია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები