“გავიგე დედაჩემის კივილი, გამოვედი შეშინებული და მკვლელს შევეჩეხე ეგრევე… მაღლა ამიყვანა, საწოლზე მიმაბა, ხელებიც დამიბა და ფეხებიც და მეუბნებოდა, ფული სად არისო”, – არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც მშობლების მკვლელობას შეესწრო, მომხდარის დეტალებს “ტვ პირველთან” იხსენებს.
მისი თმით, მკვლელმა ჯერ მისი მშობლები დახოცა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა და ფულის მოძებნას აიძულებდა.
“გაისმა თოფის ხმა, გავიგე დედაჩემის კივილი, გამოვედი შეშინებული და მკვლელს შევეჩეხე ეგრევე. დედა არ იყო ჯერ მკვდარი, ვერც დედას ვხედავდი და ვერც მამას. ყელში წამიჭირა და რომ არ მივყვებოდი, მიწაზე მათრია. დანა ედო უკან, ერთი დანა ამოვაცალე, მარანში შემიყვანა და თოკი დამაბა ხელებზე და მერე მაღლა ამიყვანა, საწოლზე მიმაბა, ხელებიც დამიბა და ფეხებიც და მეუბნებოდა ფული სად არისო, რომ ვუთხარი, არ ვიცი-თქო, არ მიჯერებდა”, – ამბობს 16 წლის გოგონა.
საზარელი მკვლელობა კახეთში გუშინ მოხდა. მწყემსმა ცოლ-ქმარი მათი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დახოცა. მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, 30 ათასი დოლარი გახდა, რომელსაც მკვლელი ითხოვდა.