ადვოკატების განცხადებით, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ იგი დაზარალებულად ცნო.

თუმცა, უკრაინის პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ იძებნება.

სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე უკრაინის პროკურატურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სტატუსი სააკაშვილს საქართველოშიც უნდა მიანიჭონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები