პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის ორ კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს. დეპუტატები ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს უსმენენ.
სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესს უნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, კანდიდატებს შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.