სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებთან შეხვედრას მართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, სავარაუდოდ, ეროვნული თანხმობის პროცესს ეხება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრებს ესწრებიან პოლიტიკოსები: ხათუნა სამნიძე, ნინო ბურჯანაძე, თაკო ჩარკვიანი, ანა ნაცვლიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, მედეა მეტრეველი. ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
ისინი იმედოვნებენ, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.