ხაინდრავა – სააკაშვილზე: აბსოლუტურად გაუგებარი არსება მღეროდა და უკრაინის დროშა თავდაყირა ეჭირა, ასეთი სურათი, სიურრეალიზმი ფელინის არცერთ ფილმში არ მინახავს

აბსოლუტურად გაუგებარი არსება მღეროდა და უკრაინის დროშა თავდაყირა ეჭირა, ასეთი სურათი, სიურრეალიზმი ფელინის არცერთ ფილმში არ მინახავს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეკსონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

„ეს იყო აბსურდი, გუშინ რაც ხდებოდა. ეს აბსოლუტურად გაუგებარი არსება მღეროდა და უკრაინის დროშა თავდაყირდა ეჭირა. ასეთი სურათი, სიურრეალიზმი ფელინის არცერთ ფილმში არ მინახავს.

მინდა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მივმართო: მე ვერანაირად ვაიძულებ ადამიანს, რომ საკუთარი, პირადი ღირსება დაიცვას, ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ მას მოსამართლის მანტია აცვია და საქართველოს მართლმსამჯულებას წარმოადგენს. იმის ღირსება მაინც დაიცვას, თუ თავის ღირსებას არ იცავს და უფლებას აძლევს ამ ნაძირლებს, ქართულ მართლმსაჯულებას ისე მოექცნენ, როგორც გუშინ და მთელი ეს დღეები ექცეოდნენ. მოსამართლის მანტიის ღირსება დაიცვას. ის, რაც გუშინ მას აკადრეს, ჩემი შეურაცხყოფაცაა, იმიტომ, რომ ეს საქართველოს სასამართლო და მართლმსაჯულებაა. ამათ რომ აძლევ ამის უფლებას, ხვალ სხვა პატიმარი რომ მოვა და ასევე დაგიწყებს ლანძღვას, იმასაც მოითმენ? თუ სხვისას არ მოითმენ, ეს რას ნიშნავს მაშინ, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა არ არის? თუ, რომელიმე პატიმარი მხოლოდ იმიტომაა პრივილეგირებული, რომ უკრაინის დროშა არასწორად უჭირავს და სამარცხვინოდ მღერის? მერე რა, რომ ის ყოფილი პრეზიდენტია? სამხრეთ კორეის 3 პრეზიდენტი ციხეშია, საფრანგეთის პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია, ამის უამრავი მაგალითია იმიტომ, რომ კორუფციამ მსოფლიო შეჭამა. სარკოზი გაბედავდა საფრანგეთის სასამართლოს შეურაცხყოფას? ნახავდა კიდეც, რას მიიღებდა.

ფილმი „ჰეროკრატია“ ნახეთ. ერთი ერთშია. გუშინდელი ამბავი ფილმში 7 წლის წინ მაქვს გადაღებული“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები