რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, ეს ადამიანები ვერ გამოდიან ფანჩატურის კომპლექსისგან

“ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც დღეგამოშვებით ცვლიან პოზიციებს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებას.

იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია პოზიციების ხშირი ცვლით უპასუხისმგებლობას ადასტურებს.

„ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც დღეგამოშვებით ცვლიან პოზიციებს და ამით, პირველ ყოვლისა, უპასუხისმგებლობას უდასტურებენ საკუთარ ამომრჩევლებს, ალბათ, ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი ისედაც ძალიან მცირე მხარდაჭერა სულ უფრო ნულს ქვემოთ ეცემა. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ვერ გამოდიან ფანჩატურის კომპლექსისგან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები