მამუკა მდინარაძე: ერთ თეთრს თუ მიპოვის ვინმე არაკანონიერი გზით ან დაუსაბუთებელს, იმ დღესვე წავალ პოლიტიკიდან

“ერთ თეთრს თუ მიპოვის ვინმე არაკანონიერი გზით ან დაუსაბუთებელს, იმ დღესვე წავალ პოლიტიკიდან. ეს დაბრალებები პერსონალურად თითოეულ ჩვენგანზე რატომ მიდის, იცით, რომ თავისი დანაშაულები გადაფარონ და ამ დანაშაულებრივი გზით მიღებული უდიდესი შემოსავალი, უკაცრავად ჟარგონისთვის და, „გააპრავონ“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, როგორც მინიმუმ, ასეულობით მილიონი ლარი მოპარული და წაღებულია ამ ქვეყნიდან და ბიუჯეტიდან, ეს არის მათი გუშინდელი დღე და ახლა ცდილობენ, რომ ეს გადაიფაროს.
„ჩვენ ხომ ვიცით უკვე, წლების განმავლობაში მათი პარტიის და მათი პარტიული ტელევიზიების მიერ დალაგებული, ნეგატიური კამპანია მმართველი გუნდის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს რატომ ხდება, რომ გადაფარონ თავისი დანაშაული. მემკვიდრეობით მიიღეს თურმე პენტჰაუზები. ასეულობით მილიონი ლარი, როგორც მინიმუმ, მოპარული და წაღებულია ქვეყნიდან და ქვეყნის ბიუჯეტიდან. ეს არის მათი გუშინდელი დღე. ახლა ცდილობენ, რომ ეს გადაიფაროს და თითოეულ ჩვენგანს პერსონალურად დაგვაბრალონ რაღაცები. პირადად მე, წლების განმავლობაში ალბათ ყველას გახსოვთ რამდენი რაღაც დამბრალდა. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ რაიმე მსგავსს, ერთ თეთრს თუ მიპოვის ვინმე რეალურად, კორუფციას საერთოდ ჩემს თავსაც არ ვაკადრებ, არაკანონიერი გზით ან დაუსაბუთებელს თუნდაც ერთ თეთრს, იმ დღესვე, იმავე წამს წავალ პოლიტიკიდან, მაგრამ ეს დაბრალებები პერსონალურად თითოეულ ჩვენგანზე რატომ მიდის, იცით, რომ თავისი დანაშაულები გადაფარონ და ამ დანაშაულებრივი გზით მიღებული უდიდესი შემოსავალი უკაცრავად ჟარგონისთვის და, „გააპრავონ“. ამ შემოსავლებით იმართება ის ტელევიზიები, რომლებიც დღეს მათ სასარგებლოდ მოქმედებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები